ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს
30 ივლისი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერის კულტურის ცენტრის, კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის და თბილისის N37 საჯარო სკოლის შენობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის №199 და №37 საჯარო სკოლების დირექტორები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
კომისიის წევრებმა განიხილეს ცაგერის კულტურის ცენტრის არქიტექტურული კონცეფცია.
პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება 1950-იან წლებში აგებული ცაგერის კულტურის ცენტრის ისტორიული ნაგებობა და სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
მრავალფუნქციური ცენტრში განთავსდება საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები. დაიგეგმება მიმდებარე ტერიტორიის, რეკრეაციული ზონისა და ავტოსადგომის მოწყობა.
კომისიამ ასევე იმსჯელა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო ოთხ არქიტექტურულ კონცეფციაზე.
პროექტებით გათვალისწინებულია 150 მოსწავლეზე გათვლილ პანსიონში საცხოვრებელი ოთახების, საერთო მოსასვენებელი და სასწავლო სივრცეების, ბიბლიოთეკის, კომპიუტერული ლაბორატორიის, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახების, ფსიქოლოგისა და სამედიცინო მომსახურების სივრცეების, სპორტული ოთახის და სასადილო-სამზარეულოს მოწყობა.
საკონკურსო კომისიაზე წარგდენილი იყო, ასევე, 800 მოსწაბლეზე გათვლილი თბილისის N37 საჯარო სკოლის ახალი შენობი კონცეფცია.
პროექტების მიხედვით, თანამედროვე საგანმანათლებლო და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით შენარჩუნდება ძველი სკოლის ძირითადი პარამეტრები, რაც ხელს შეუწყობს ახალი სკოლის ინფრასტრუქტურის სრულფასოვან განვითარებას.
საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.